"ბიზნესის ეროვნული ლიგის" სტრატეგია ეფუძნება ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა ბიზნესის თავისუფლება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი სივრცის ფორმირება. ლიგის სტრატეგიაა შექმნას ისეთი უნიკალური პროდუქტი, როგორიცაა: სასწავლო ტრენინგ ცენტრი, სადაც ლიგის ნებისმიერი წევრი მიიღებს პროფილური მომზადებისა და გადამზადების სასწავლო კურსს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
 "ბიზნესის ეროვნული ლიგა" აქტიურად იმუშავებს საგადასახადო და სამართლებრივი კანონმდებლობის მოდერნიზაციის მიმართულებით, რათა კიდევ უფრო მეტად გამარტივდეს მცირე და საშუალო მეწარმეთათვის საქმიანობის განხორციელება. ამასთანავე ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო, ფინანსურ და სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რათა მოხდეს დამატებითი ინტერესისა და ფინანსური რესურსის მობილიზება ქართული სტარტაპებისა ანდა კიდევ უკვე არსებული წარმოებების მხარდასაჭერად.









კონტაქტი

  • მობ: (+995) 000 000 000
  • E-mail: businessnationalleague@gmail.com

ადგილმდებარეობა

  • თბილისი / დიღომი 8 / სიხარულის ქუჩა N 1