იურიდიული მომსახურება


მომსახურების პაკეტი N1
განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც საქმიანობის სწორად წარმართვისათვის პერიოდულად საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას (იურისტის კონსულტაციას, სამართლებრივ დასკვნებს, საქმიანობის სამართლებრივ მონიტორინგს).

პაკეტში შედის:
1. იურიდიული კონსულტაცია.
2. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება.
3. ხელშეკრულების პროექტის (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) შედგენა და / ელექტრონულად მიწოდება.
4. განცხადების/წერილის მომზადება / ელექტრონულად მიწოდება.


მომსახურების პაკეტი N2
განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც ხშირად საჭიროებენ დეტალურ იურიდიულ მომსახურებას

პაკეტში შედის:
1. იურიდიული კონსულტაცია.
2. პირველადი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და დასკვნის მომზადება.
3. არსებული ხელშეკრულებების ანალიზი.
4. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება.
5. ხელშეკრულების პროექტის (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების ) შედგენა და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება.
6. განცხადების / წერილის მომზადება და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება.
7. სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია.
8. რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის პროცესის სამართლებრივი წარმოება.
9. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება.
10. ურთიერთობა ნოტარიუსთან.
11. ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა.
12. სარჩელის ან შესაგებლის დაწერა.


მომსახურების პაკეტი N3
განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად საჭიროებენ კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას.

პაკეტში შედის:
1. იურიდიული კონსულტაცია.
2. პირველადი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და დასკვნის მომზადება.
3. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება (თვეში არაუმეტეს 5).
4. ხელშეკრულების პროექტის (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) შედგენა და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება. (თვეში არაუმეტეს 10 ხელშეკრულება)
5. განცხადების / წერილის მომზადება და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 10 ხელშეკრულება).
6. ხელშეკრულების გაფორმება.
7. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება (თვეში არაუმეტეს 8).
8. საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენა (თვეში არაუმეტეს 4 ხელშეკრულება).
9. ურთიერთობა ნოტარიუსთან.
10. ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას (თვეში არაუმეტეს 2).
11. სარჩელის ან შესაგებლის დაწერა (თვეში არაუმეტეს 2).
12. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში (თვეში არაუმეტეს 2).
13. სატენდერო დოკუმენტების მოძიება.
14. სამეწარმეო ცვლილებების შესახებ დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია (რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის გარდა) (თვეში არაუმეტეს 5).
15. უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია (წლის განმავლობაში არაუმეტეს 5).
16. სურვილის შემთხვევაში - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფა.


მომსახურების პაკეტი N4
განკუთვნილია ბიზნეს სუბიექტებისათვის, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ იურიდიულ მომსახურებას და თავიანთი საქმიანობის გამართულ სამართლებრივ უზრუნველყოფას ანდობენ პროფესიონალებს. პაკეტის ფარგლებში მოიაზრება იურისტის უშუალო ჩართულობა კომპანიის ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას.

პაკეტში შედის:
1. იურიდიული კონსულტაცია
2. პირველადი სადამფუძნებლო დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და დასკვნის მომზადება.
3. იურიდიული აუდიტი (კონტრაქტის ფარგლებში ერთხელ, იურიდიული მომსახურების დაწყებისას).
4. სამართლებრივი დასკვნის წერილობით მომზადება და ელექტრონული ფორმით მიწოდება (თვეში არაუმეტეს 15).
5. ხელშეკრულების პროექტის შედგენა და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 30 ხელშეკრულება).
6. განცხადების/წერილის მომზადება და დამკვეთისათვის ელექტრონულად მიწოდება (თვეში არაუმეტეს 20 ხელშეკრულება).
7. ხელშეკრულების გაფორმება.
8. მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება (თვეში არაუმეტეს 15).
9. საერთაშორისო ხელშეკრულების შედგენა (თვეში არაუმეტეს 10 ხელშეკრულება).
10. ურთიერთობა ნოტარიუსთან.
11. ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას (თვეში არაუმეტეს 5).
12. წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე (თვეში არაუმეტეს 3).
13. წარმომადგენლობა არბიტრაჟში (თვეში არაუმეტეს 3).
14. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში (თვეში არაუმეტეს 5).
15. სატენდერო დოკუმენტების მოძიება.
16. იურიდიული პირის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (წლის განმავლობაში არაუმეტეს 7).
17. უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია (წლის განმავლობაში არაუმეტეს 7).
18. სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია.
19. სურვილის შემთხვევაში - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფა.



საარბიტრაჟო მომსახურება


 ლიგა სთავაზობს წევრებს საარბიტრაჟო მომსახურებას. არბიტრაჟი არის კერძო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება. პირებს შორის წარმოშობილი დავა შეიძლება განსახილველად, საერთო სასამართლოების ნაცვლად, გადაეცეს არბიტრაჟს, ამისათვის კი აუცილებელია ამ პირთა შორის შეთანხმება.
 ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, საერთო სასამართლოებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება განიხილონ დავა, რომელიც არბიტრაჟის ქვემდებარეობაშია.
 არბიტრაჟი განიხილავს მხოლოდ სამოქალაქო, კერძო ხასიათის ქონებრივ დავებს.



მედიაცია


 ლიგა სთავაზობს წევრებს მედიაციას - კონფლიქტის, დავის მოგვარებას, მხარეთა შორის ურთიერთობების მოგვარებას, მხარეების შეთანხმებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.

 ლიგის მედიატორი მხარეებს დაეხმარება:

1. ურთიერთობის გაუმჯობესებაში
2. მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვაში
3. ფაქტების გამოხატვასა და გადმოცემაში
4. ძირითადი სადაო საკითხების განსაზღვრაში
5. ფარული ინტერესების გამოვლენაში
6. ეფექტური მოლაპარაკების პროცესის უზრუნველყოფაში
7. დავის გადაწყვეტის გზების ძიებაში
8. იმ სფეროების და შესაძლებლობების გამოვლენაში, რომლებიც ეფექტურ შეთანხმებას განაპირობებს.



დაინტერესებული მხარეების დაკავშირება


 უახლოეს მომავალში "ბიზნესის ეროვნული ლიგა" წარმოგიდგენთ ახალ საინვესტიციო პლატფორმას, სადაც ქართველ ბიზნესმენებსა და უცხოელ ინვესტორებს ექნებათ საშუალება გაიცნონ პროექტები.



პროფილური სასწავლო ტრენინგები


 "ბიზნესის ეროვნული ლიგა" გეგმავს პროფილური, ბიზნესსაგანმანათლებლო ტრენინგ-ცენტრის შექმნას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.



ინიციატივები

  ტექსტი



გრანტები


 "ბიზნესის ეროვნული ლიგის" ეგიდით შექმნილია პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მზად არის დამწყებ და უკვე შემდგარ ბიზნესებს დაეხმაროს პროფილური გრანტების მოპოვებაში და უშუამდგომლოს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო საფინანსო და საგრანტო ინსტიტუტებთან.




კონტაქტი

  • მობ: (+995) 000 000 000
  • E-mail: businessnationalleague@gmail.com

ადგილმდებარეობა

  • თბილისი / დიღომი 8 / სიხარულის ქუჩა N 1