• დამოუკიდებელი მედიაპლატფორმის ფორმირება, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაზე.

• საგანმანათლებლო პალტფორმის შექმნა.ამ მიმართულებით მოვიაზრებთ ექსპერთა და პროფესიონალთა გუნდს, რომელიც ლიგის ეგიდით, მის წევრ ორგანიზაციებსა თუ ფიზიკურ პირებს გადასცემს შესაბამის ცოდნას, საჭიროებისა და მოთხოვნილებისამებრ სხვადასხვა ფორმებით.

• პროფესიონალ იურისტთა გუნდის ფორმირება, რომელიც მზად იქნება წარმოადგინოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებათა პროექტები.

• ‘’ბიზნესის ეროვნული ლიგის ინსტიტუტი’’ ლიგის ეს მიმართულება იქნება სრულიად უნიკალური და ეფექტური იმ მხრივ, რომ ჩვენ მოვახერხებთ სხვადასხვა მიძინებული სფეროების პოტენციალის იდენტიფიცირებასა და მისი ბიზნეს მოდელის ფორმირებას, სახელმწიფოსთვის ან/და სხვადასხვა საფინანსო ფონდებისათვის. ასევე უმნიშვნელოვანესია რეგულარული კვლევების წარმოება სხვადასხვა დარგების მიმართულებით, რომელებიც მოგვცემს ერთიან სურათს საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ.

• ‘’ფანდრაიზინგი და საინვესტიციო გუნდი’’ ლიგის ერთ ერთი პრიორიტეტული სფერო იქნება. ამ მიმართულებით საჭიროა ეფექტური საბაზისო გუნდის შექმნა, რომელთაც ექნებათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება უცხოური კაპიტალის მოზიდვისა. გაგმომდინარე აქედან საჭიროა, რომ არსებობდეს მარკეტინგული ხედვის სრულიად ახალი კონცეფცია, რომელიც ორიენტირებული იქნება უცხოური კაპიტალის სწორ ბაზირებაზე საქართველოში.

• მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების შექმნა ბიზნესის სხვადასხვა მიმრთულებით გარდა დოკუმენტური ფილმებისა, ჩვენი მიზანია შევქმნათ ბეჭუდური საშუალებები სხვადასხვა ენაზე, რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი და გასაგები იყოს მიმდინარე პროცესების დინამიკა ქართულ ბიზნესში.

• შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრირება და განვითარება ბიზნესში.

• ‘’ ბიზნესის ეროვნულ ლიგას ‘’ ექნება სრულიად ახალი პროდუქტი ‘’ლიგის ყულაბა’’ რომელიც ორიენტირებული იქნება, რომ წაახალისოს სტარტაპ პროექტები, ასევე კრიზისული მენეჯმენტის პირობებში მყოფ ლიგის წევრებს დაეხამაროს რთული პერიოდის გადალახვაში.

• ყოველწლიური ბიზნესფორუმის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სხვადასხვა ბიზნესსექტორების ფინანსური სტიმულირებისაკენ.

• დამოუკიდებელი არბიტრაჟის შექმნა, რომელიც დაეხმარება კერძო სამართლის იურიდიულ პირებს დავების ეფექტურად და დროეულად მოგვარებაში.

• ბიზნესის ეროვნული ლიგის სასწავლო ცენტრი.

კონტაქტი

  • მობ: (+995) 000 000 000
  • E-mail: businessnationalleague@gmail.com

ადგილმდებარეობა

  • თბილისი / დიღომი 8 / სიხარულის ქუჩა N 1