გიორგი ცირეკიძე

  გიორგი ცირეკიძე დაიბადა 1942 წლის 21 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტზე ინჟინერ-მეტალურგის კვალიფიკაციით 1959-1966წ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში ინჟინერ-ტექნოლოგად 1966-1967 წ. მოღვაწეობას აგრძელებს მოსკოვის მანქანათმშენებლობის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში და იცავს საკანდიდატო დისერტაციას 1971 წელს, რის შემდეგაც ბრუნდება სამშობლოში და მუშაობას აგრძელებს თბილისის მანქანათმშენებლობის და ელექტროტექნიკის საპროექტო-ტექნოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში 1971 წლიდან განყოფილების გამგის თანამდებობიდან ეტაპობრივად განვლო გზა ამავე ორგანიზაციის ჯერ მთავარი ინჟინრის, ხოლო შემდეგ გენერალური დირექტორის თანამდებობამდე. პარალელურად, გიორგი ცირეკიძე 1974 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრაზე. იგი დღემდე მუშაობს, ამავე კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბებული საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში, რექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, არის საავიაციო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 70 მდე სამეცნიერო ნაშრომი და გამოგონება. ყავს მეუღლე და 3 შვილი.
























ვასილ ბაბლუანი

  ვასილ ბაბლუანი, დაბადებული 1986 წელს.
უმაღლესი განთლება მიიღო ესპანეთში, ქ.გრანადას უნივერსიტეტში.
  2007 წლიდან დაიწყო ბიზნესსაქმიანობა ესპანეთში.
  2013 წელს ქართველ და ესპანელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია GeEs Iberia LLC, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას საქართველოში ევროპული საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, უცხოელ და ქართველ პოტენციურ პარტნიორებს შორის სათანამშრომლო კლიმატის შექმნა, საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ფორუმების ორგანიზება სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად და სხვა.
  დასრულებული და მოქმედი პროექტები:
შპს Native Georgia - ქართული მთის ღორის აღდგენა მოშენების პროექტი მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან ერთად ინვესტიციების ჯამური მოცულობა: 12 მილიონი ლარი.
  შპს Native Racha - უმაღლესი ხარისხის რაჭული ლორისა და ძეხვეულის წარმოება ქართული ტრადიციებისა და ევროპული ტექნოლოგიების საუკეთესო კოოპერირებით. ინვესტიციების ჯამური მოცულობა: 3 მილიონი ლარი.
  შპს Ceramica el Torente + თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგურის ქარხანა კასპის რაიონის ს.მეტეხში. ინვესტიციების ჯამური მოცულობა: 10 მილიონი ლარი.
  მიმდინარე ეტაპზე შპს GeEs Iberia-ს პორთფელში მუშავდება სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობის დარგების პროექტები.


























კონსტანტინე ჭანტურია

  გახლავართ კონსტანტინე ჭანტურია. ბიზნესმენი, ამჟამად სასტუმროსა და ტურიზმის მიმართულებით. ვარ ამაყი, რომ საშუალება მაქვს, რომ ვიყო "ბიზნესის ეროვნული ლიგის" საპატიო წევრი და ჩემი გამოცდილება გავუზიარო და მოვახმარო ქართულ ბიზნესს.
























სუნილ კუმარი

  ბატონი სუნილ კუმარი გახლავთ გაერთიანებულ არაბულ ემირატებში ერთ ერთი ყველაზე წარმატებული ტურისტული ტურ ოპერატორი კომპანიის დამფუძნებელი და ტურიზმის ექსპერტი. ბატონი სუნილი არის ''ბიზნესის ეროვნული ლიგის'' საპატიო წევრი და მრჩეველი ტურიზმის საკითხებში, გაერთიანებულ არაბულ ემირატებში.



















ჯოანა კალაფაუტი

  ქალბატონი ჯოანა კალაფაუტი გახლავთ საბერძნეთში ტურიზმისა და ავიაციის ცნობილი ექსპერტი. იგი არის ''ნობილის არი გრუპის '' დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ქალბატონი ჯოანა გახლვათ ბიზნესის ეროვნული ლიგის საპატიო წევრი და ამავდროულად მრჩეველი ავიაციის საკითხებში საბერძნეთისა და სამხრეთ ევროპის მასშტაბით.













შვეტა შარმა

  ქალბატონი შვეტა შარმა გახლავთ ინდოეთში (აჰმედაბადში) ერთ ერთი ყველაზე წარმატებული საკონსულტაციო საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი. მის კომპანიას '' ნოლიჯ ჰაბ გლობალს'' გააჩნია წარმომადგენლობები შემდეგ ქვეყნებში: ინდოეთი, შრილანკა, საქართველო, საბერძნეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, მალაიზია. ქალბატონი შვეტა შარმა გახლავთ, ბიზნესის ეროვნული ლიგის საპატიო წევრი და მრჩეველი განათლების საკითხებში ინდოეთისა სინგაპურში.



















კონტაქტი

  • მობ: (+995) 000 000 000
  • E-mail: businessnationalleague@gmail.com

ადგილმდებარეობა

  • თბილისი / დიღომი 8 / სიხარულის ქუჩა N 1