Ramazi

რამაზ კრიჭინაშვილი

მრჩეველი საერთაშორისო ლოგისტიკისა და
იმპორტ-ექსპორტის საკითხებში

 რამაზ კრიჭინაშვილი გახლავთ კომპანია ''ზეარის გრუპის'' დირექტორი. მას აქვს უნიკალური და ფასდაუდებელი გამოცდილება, ალკოჰოლური პროდუქციის წარმოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე დისტრიბუციისა. ბატონი რამაზი არის "ბიზნესის ეროვნული ლიგის" საპატიო წევრი და ამავდროულად მრჩეველი ალკოჰოლური წარმოებისა და იმპორტ ექპოსრტის საკითხებში.
 ''მოხარული ვარ, რომ ვარ ისეთი ერთობის წევრი, როგორიცაა'' ბიზნესის ეროვნული ლიგა'' მზად ვარ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ლიგის წევრ ორგანიზაციებს და მივცე მათ შესაბამისი პროფილური კონსულტაციები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციის ფორმირება იყო მეტად დროული და საჭირო ქართველი მეწარმეებისათვის''

























Daviti

დავით აფციაური

მრჩეველი საგარეო ურთიერთობში

 დავით აფციაური - 2019 წლიდან იკავებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის თანამდებობას. სამუშაო გამოცდილება:
 2018-2019 წ.წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის დიპლომატიური მომზადებისა და კვლევის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი.   
2014 - 2018 წ.წ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, 2008 წ. სტამბოლში საერთაშორისო ბიზნესის განვითარების დირექტორი Yildirim Holding Inc - ში.   
2007-2008 წ.წ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის რესპუბლიკაში.   
2004-2007 წ.წ. - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის რესპუბლიკებში.   
1997 - 2004 წ.წ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - მინისტრის მოადგილე, მინისტრის პირველი მოადგილისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის.   
1998-2000 წ.წ. - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში ეროვნული კოორდინატორისხვადასხვა დროს დავით აფციაური იკავებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს რესპუბლიკის საპარლამენტო მისიის მრჩევლის პოზიციას, იყო საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრი, გაერო-ში საქართველოს რესპუბლიკის მუდმივი მისიის პირველი მდივანი, ასევე სხვადასხვა სამთავრობო კომისიის წევრი. იგი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის საგარეო ეკონომიკური ასოციაციის "საქმიპექსის" გენერალური დირექტორის მოადგილედ.   
1994-2000 წ.წ - აკადემიური და კვლევითი საქმიანობა შეერთებულ შტატებში, რაც მოიცავდა ლექციების გამართვასადა ძირითად პრეზენტაციებს კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფლორიდის უნივერსიტეტში, ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციაში, აგრეთვე გაეროს მიერ დაფინანსებული კონფერენციებში.სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიის, თბილისის სახელმწიფო და კავკასიის უნივერსიტეტის,წამყვანი ეროვნული კვლევითი ცენტრების მოწვეული პროფესორი საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში.






























Mamuka

მამუკა თავხელიძე

მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში

 თანამედროვე საზოგადოებას ინფორმაციულ საზოგადოებას უწოდებენ, ხოლო თანამედროვე ეკონომიკას - ცოდნის ეკონომიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, განათლების დონეა განმსაზღვრელი ახალგაზრდა კაცის ხვალინდელ დღისა. განათლებაა სწორედ სოციალური მობილობის მამოძრავებელი ენერგია.


































Vasil

ვასილ ბაბლუანი

მრჩეველი ევროპის საინვესტიციო ჯგუფებთან

  ვასილ ბაბლუანი, დაბადებული 1986 წელს.
უმაღლესი განთლება მიიღო ესპანეთში, ქ.გრანადას უნივერსიტეტში.
  2007 წლიდან დაიწყო ბიზნესსაქმიანობა ესპანეთში.
  2013 წელს ქართველ და ესპანელ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია GeEs Iberia LLC, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას საქართველოში ევროპული საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვა, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, უცხოელ და ქართველ პოტენციურ პარტნიორებს შორის სათანამშრომლო კლიმატის შექმნა, საინვესტიციო გარემოს გასაცნობად ფორუმების ორგანიზება სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად და სხვა.
  დასრულებული და მოქმედი პროექტები:
შპს Native Georgia - ქართული მთის ღორის აღდგენა მოშენების პროექტი მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან ერთად ინვესტიციების ჯამური მოცულობა: 12 მილიონი ლარი.
  შპს Native Racha - უმაღლესი ხარისხის რაჭული ლორისა და ძეხვეულის წარმოება ქართული ტრადიციებისა და ევროპული ტექნოლოგიების საუკეთესო კოოპერირებით. ინვესტიციების ჯამური მოცულობა: 3 მილიონი ლარი.
  შპს Ceramica el Torente + თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგურის ქარხანა კასპის რაიონის ს.მეტეხში. ინვესტიციების ჯამური მოცულობა: 10 მილიონი ლარი.
  მიმდინარე ეტაპზე შპს GeEs Iberia-ს პორთფელში მუშავდება სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობის დარგების პროექტები.

კონტაქტი

  • მობ: (+995) 555 948 914
  • E-mail: ***

ადგილმდებარეობა

  • თბილისი / დიღომი 8 / სიხარულის ქუჩა N1

კონტაქტი

  • მობ: (+995) 000 000 000
  • E-mail: businessnationalleague@gmail.com

ადგილმდებარეობა

  • თბილისი / დიღომი 8 / სიხარულის ქუჩა N 1